კურსის სრული ინფორმაცია
თუ დიდი ხანია ფიქრობ ნუტრიციოლოგიის, ანუ კვების მეცნიერების შესწავლაზე როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარების მიზნით, მაშინ Doctor’s-ის სამედიცინო აკადემიის სასწავლო კურსი შენთვისაა
კურსის გავლის შემდეგ გეცოდინება:
ორგანიზმისთვის აუცილებელი მაკრონუტრიენტებისა და მიკრონუტრიენტების ბიოქიმია
როგორ ააწყო ჯანსაღი კვების რაციონი ნებისმიერი მიზნისთვის — კლებისთვის, კუნთის ზრდისთვის ან ჰორმონალური ბალანსის დასარეგულირებლად
როგორ მოარგო კვების გეგმა ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობას და ფიზიკურ აქტივობას
როგორ შეარჩიო საკვები დანამატები, გამოთვალო კალორიები ზუსტად და ა.შ.
კურსის ლექტორია ანა ზარანდია
ენდოკრინოლოგი, სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი - “პირველი კლინიკა”, კლინიკა “ველესი”
ახალგაზრდა ექიმთა მეცნიერული ასოციაცია - ექიმი ტრენერი
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე (სულ 14 შეხვედრა) - შეხვედრები ჩატარდება საღამოს საათებში და/ან შაბათ-კვირას, კვირაში 2-ჯერ, ხოლო თარიღები შეთანხმდება კურსის მონაწილეებსა და ხელმძღვანელს შორის
კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატში (პლატფორმა Google meet), ხოლო შეხვედრები ჩაიწერება და სასწავლო მასალასთან ერთად შეუზღუდავი დროით გაზიარდება კურსის მონაწილეებისთვის
კურსის დასრულებისას გაიცემა იურიდიულად დამოწმებული, კურსის გავლის დამადასტურებელი, ორ ენოვანი სერტიფიკატი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ გავცემთ სამუშაო უფლებას/ლიცენზიას და კრედიტ ქულებს
დასარეგისტრირებლად დააკლიკე ზემოთ არსებულ წითელ ღილაკს - "დარეგისტრირდი" ან ლურჯ ღილაკს - "მოგვწერე"
საკურსო მასალები / სილაბუსი
საკურსო მასალები / სილაბუსი
წვდომა დამატებით საკურსო მასალებზე და რესურსებზე
შეფასებები (3)